„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლა აპირებს. AS-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პარიზის დატოვებას მიმდინარე ზაფხულს აპირებს.
რაც მთავარია, კილიანის სურვილია, რომ ზინედინ ზიდანის პროექტს შეუერთდეს მადრიდის „რეალში“.
მართალია, პსჟ-ს 19 წლის ვარსკვლავის გაყიდვა არ უნდა, მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელის ნება-სურვილმა ყველაფერი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ თავად ზიდანი და „რეალიც“ დაინტერესებულნი არიან მბაპეს შეძენით.
ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-მ 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონ ევროდ შეიძინა.