იტალიელი გოლკიპერის ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგი კლუბი შესაძლოა „ბარსელონა“ გახდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
კატალონიური კლუბი 41 წლის იტალიელს სათადარიგო მეკარედ განიხილავენ. კლუბის უპირობო პირველი ნომერი გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენია, მისი შემცვლელი ჰოლანდიელი იასპერ სილესენი კი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლა სურს.
გამოცემის ცნობით, ბუფონის საკუთარ რიგებში ხილვა გერმანულ, თურქულ და ჩინურ კლუბებსაც სურთ. გასულ სეზონში ჯანლუიჯი ბუფონი ფრანგული პსჟ-ს ღირსებას იცავდა, სადაც ის 2018 წელს, ტურინის „იუვენტუსში“ გატარებული 16 სეზონის შემდეგ გადავიდა.