კონტემ ბეილი მოითხოვა

კონტემ ბეილი მოითხოვა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გარეთ ბეილი შესაძლოა მილანის „ინტერში“ გადავიდეს. El Chiringuito-ს ცნობით, „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება „სამეფო კლუბისა“ და უელსელის ურთიერთობას.

შესაძლოა ტრანსფერის ინიციატორი კი ანტონიო კონტე გახლავთ, რომელმაც „ინტერი“ რამდენიმე დღის წინ ჩაიაბარა.

ბეილი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება და დიდი შანსია მიმდინარე ზაფხულს „რეალი“ მართლაც დატოვოს. უელსელი შემტევი მადრიდული გრანდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე „ტოტენჰემის“ რიგებში ირჯებოდა.