საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის (პსჟ) მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გუნდიდან წავიდა. ინფორმაციას პსჟ Twitter-ზე ავრცელებს.
„ჯენტლმენი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, არაჩვეულებრივი პარტნიორი გუნდში. ჩვენ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს მომავალში“ - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სად გაატარებს 41 წლის ბუფონი მომავალ სეზონს ჯერ ცნობილი არ არის. ის პსჟ-ში გასულ წელს მივიდა, მას შემდეგ, რაც ტურინის „იუვენტუსში“ მე-16 სეზონი დაასრულა. პსჯ-ს რიგებში ის საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.