მიმდინარე წელს ცნობილ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი უსრულდება.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ ჯგუფის წევრები რამდენიმე საიუბილეო კონცერტს ჩაატარებდნენ. ამ ღონისძიებების გამართვა ერთი პერიოდი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
არ არის საიდუმლო რომ ბატონი მიკ ჯაგერი მძიმე ხასიათით გამოირჩევა და თავის კოლეგებთან რთული ურთიერთობა გააჩნია.
ივნისის დასასრულს გავრცელდა ცნობა, რომ ჯაგერმა ყველა საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობაზე სასტიკი უარი განაცხადა.
საბედნიეროდ საღმა აზრმა გაიმარჯვა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „The Rolling Stones” ოთხ კონცერტს ჩაატარებს. 25 და 29 ნოემბერს მუსიკოსების ხილვა ლონდონში შეგეძლებათ, 13 და 15 დეკემბერს კი მათ აშშ-ის ნიუ - ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში იხილავთ.
ზემოთდასახელებულ კონცერტებში მონაწილეობას მიკ ჯაგერი, რონი ვუდი, ჩარლი უოტსი და კეიტ რიჩარდსი მიიღებენ.