ესპანურმა „ვალენსიამ“ საკუთარ სტადიონზე უსინათლო გულშემატკივარს ძეგლი დაუდგა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვისენტე აპარისიოს ძეგლი „მესტალიას“ ტრიბუნაზე, იმ ადგილზე დაუდგეს, საიდანაც ის საყვარელ გუნდს ქომაგობდა.
ვისენტე აპარისიო მთელი ცხოვრების მანძილზე „ვალენსიას“ გულშემატკივრობდა და ყოველი სეზონის დაწყების წინ წლიურ აბონემენტს ყიდულობდა. 50 წელს გადაცილებულმა ვისენტემ მხედველობა დაკარგა და საყვარელი გუნდის თამაშის ყურება აღარ შეეძლო, თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე ის მაინც ყიდულობდა წლიურ აბონემენტს, დადიოდა მატჩებზე და ატმოსფეროთი ტკბებოდა.
ვისენტე აპარისიო 2 წლის წინ გარდაიცვალა და გუნდმა ერთგული ქომაგის დაფასება მისთვის ძეგლის დადგმით გადაწყვიტა.