ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ, რომელიც პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სასამართლოდან სარჩელი გაიტანა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ამასთანავე, დოკუმენტებში ამ გადაწყვეტილების მიზეზი მითითებული არ არის - კერძოდ, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა შეთანხმებას.
სარჩელში მაიორგა 2010 წლის შეთანხმების გაუქმებას მოითხოვდა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაუხადა.
გოგოს მტკიცებით, რონალდუს წარმომადგენლებმა მისი მძიმე ემოციური მდგომარეობით ისარგებლეს და შეთანხმების გაფორმებაში დაარწმუნეს.
2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, რონალდუმ კეტრინ მაიორგა ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა.
2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგას, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.
რონალდუმ გოგოს განცხადებებს ტყუილი უწოდა: „მას ჩემი სახელის გამოყენებით სურს, რომ ცნობილი გახდეს. ასეთი სიტუაციები ჩემი სამსახურის შემადგენელი ნაწილია“, - ამბობდა ფეხბურთელი.