ერთა ლიგის ნახევარფინალში ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროგრამა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში წარმატებული გამოდგა. ამის შესახებ BBC წერს.
ტექნოლოგია ბოლოს 2018 წლის მსოფლიოს თასზე გამოიყენეს. ვიდეოგამეორების სისტემას ერთა ლიგის ნახევარფინალში 5 და 6 ივნისს გამოიყენებენ.
პირველ მატჩში პორტუგალია და შვეიცარია შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეში კი ჰოლანდიასა და ინგლისს შორის გაიმართება მატჩი. მესამე ადგილისთვის კი მატჩი და ფინალი 9 ივნისს შედგება.