ფრანც ბეკენბაუერმა ჟურნალისტებთან საუბრისას იურგენ კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა „ლივერპულის“ მწვრთნელზე თქვა, რომ იურგენ კლოპი ახლა გერმანული ფეხბურთის სახეა და მას თამაშის სწრაფად გადაწყობა შეუძლია.
1 ივნისს „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. კლოპის გუნდმა ფინალში „ტოტენჰემს“ ანგარიშით 2:0 მოუგო. მანამდე, 4 წლის განმავლობაში იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიას“ წვრთნიდა.