„იუვენტუსმა“ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

„იუვენტუსმა“ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. „იუვენტუსის“ მწვრთნელი ფაბიო პარატიჩი ფრანგი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა. გამოცემა  Metro-ს ცნობით, მხარეები ტრანსფერის დეტალებს განიხილავენ.

პოგბა „იუევნტუსში“ 2012-2016 წლებში თმაშობდა. მან გუნდში 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. გუნდი იტალიის ჩემპიონი 2016 წელს გახდა. 2016 წლის აგვისტოში ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტაედში“ გადავიდა. მაშინ სატრანსფერო თანხა რეკორდული იყო და 105 მილიონი ევრო შეადგინა.