ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. Diario Gol-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა, 34 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთში გადაბარგების შემთხვევაში რონალდუ წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
2018-2019 წლების სეზონში რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით 43 მატჩი ჩაატარა და 28 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. „იუვენტუსში“ პორტუგალიელი 2018 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.