ნეიმარი გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს

ნეიმარი გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს უპასუხა და პარიზში ქალის გაუპატიურება უარყო.

BBC-ის ცნობით, ფეხბურთელმა რამდენიმე საათის წინ 7-წუთიანი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს მიზანმიმართული უწოდა და ქალთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.

ბრაზილიის პოლიციის ჩანაწერების მიხედვით ქალი, რომელიც ფეხბურთელს ადანაშაულებს ამბობს, რომ ძალადობა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ის ჰყვება, ნეიმარი  სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ სპორტსმენმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა და მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა.15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.