ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს რუსეთის ნაკრები შესაძლოა გამოეთიშოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი ირწმუნება.
ოლიმპიური თამაშების გამოტოვების მიზეზად გამოცემა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიერ სიმაღლეზე ხტომაში სპორტმენის, დანილ ლისენკოს მიერ დოპინგის მოხმარების ფაქტის სავარაუდო დამალვის საქმეს ასახელებს.
2018 წლის აგვისტოში სპორტსმენი, რომელიც მსოფლიოს გამარჯვებული იყო, საერთაშორისო შეჯიბრებიდან დოპინგ-ტესტის ჩაუბარებლობის გამო მოხსნეს.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი სტანისლავ პოზდნიაკოვი The Sunday Times-ის სტატიას სპეკულაციად აფასებს და აცხადებს, რომ სჯობს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას დაელოდონ.
დოპინგი არის აკრძალული პრეპარატები და მეთოდები, რომლებსაც შეუძლია სპორტული შედეგი გააუმჯობესოს. პროფესიულ სპორტში დოპინგს უწოდებენ სხვადასხვა წამლებს და სამედიცინო მანიპულაციებს, რომლებიც ასე თუ ისე აფართოებს ორგანიზმის შესაძლებლობების ზღვარს. მაგალითად, ხელს უწყობს კუნთების მასის, ასევე მოძრაობის სიჩქარის და ამტანობის ზრდას. ასეთი პრეპარატები და მეთოდები შეჰყავთ წადა-ს აკრძალულ საშუალებათა სიაში.