ბოჩელი ბათუმში

ბოჩელი ბათუმში

ცნობილი გახდა, რომ საახალწლოდ ბათუმში ჩამოსვლას ცნობილი იტალიელი მომღერალი – ანდრია ბოჩელი გეგავს, რომელიც ქართველ მსმენელს ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს. ბოჩელთან ერთად საახალწლო ღამეს ბათუმში სხვა მსოფლიო დონის შემსრულებლებიც იმღერებენ.

კლასიკური და პოპმუსიკის შემსრულებელს, მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ლუჩიანო პავაროტის გვერდით მოიხსენიებენ. ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმ ადამიანებისათვის, რომელთათვისაც კლასიკური მუსიკა ცხოვრების ნაწილად იქცა.

ანდრია ბოჩელი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოპულარიზატორად მიიჩნევა. იგი 1958 წელს იტალიაში ტოსკანასთან ახლოს ლაიატიკოში დაიბადა. ანდრია ბოჩელს ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები მხედველობასთან დაავშირებით და 12 წლის ასაკში დაბრმავდა. ბავშვობისას მან რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა პიზას უნივერისტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იურისტის დიპლომიც მიიღო.

თუმცა ამ ხნის განმავლობაში მას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ოცნება რომ დიდი ტენორი გამხდარიყო. ტურინში ფრანკო კორელიმ ახალგაზრდა პერსპქტიული მომღერალი საკუთარ მოსწავლედ აიყვანა, რის შემდეგაც მისი იურიდიული კარიერა დასრულდა მან ვოკალის შესწავლა დაიწყო.

დღისით ბოჩელი მუსიკალურ ოსტატობას ეუფლებოდა. ღამით კი საარსებო ფულს რესტორნებში სიმღერით შოულობდა. მომღერალმა სახელი გაითქვა, როგორც საოპერო, ასევე პოპმუსიკაში.

1995 წელი ანდრია ბოჩელისათვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს მოისმინა მისმა თაყვანისმცემელმა "Vivo per lei" და ამავე წელს პუჩინის ბოჰემაში მთავარი პარტია შეასრულა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ საახალწლოდ ბათუმში ცნობილი მომღერალი ნატალია ნოვიკოვაც ჩამოდის.

ნატალია ნოვიკოვამ 1994 წლის მაისში მოსიკალური კარიერა შემთხვევით დაიწყო. მისი პირველი ალბომი "ერთხელ და სამუდამოდ" 1996 წელს გამოიცა, ხოლო მისი სიმღერა "მე ვეხები შენს ტუჩებს" სუპერ შლაგერად იქცა.

ghn