ეს მკვლელი, გახარიასთან ბავშვის საფლავით ვაჭრობას ცდილობს

ეს მკვლელი, გახარიასთან ბავშვის საფლავით ვაჭრობას ცდილობს

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, გორში, 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ იაგო ნებიერიძეზე საუბრობს.

“ეს არის უნამუსო პედოფილი, მკვლელი, რომელიც ახლა ბავშვის საფლავით ვაჭრობას ცდილობს გახარიასთან! იაგო ნებიერიძეზე ნიუსები აღარ გვინდა!

გარდა იმისა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი 9 წლის გოგონას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და სექსუალურ ქმედებაშია მსჯავრდებული, მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, უნამუსოდ ვაჭრობს წლების წინ დაკარგული კიდევ ერთი გორელი ბავშვის სახელით თუ საფლავით და ამჯერად მინისტრ გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, თითქოსდა, ცხედრის ადგილსამყოფელის სათქმელად!  ამ გარეწარმა პედოფილმა გორში, ამგვარი ,,მინიშნებით“, ერთხელ უკვე ათხრევინა უშედეგოდ პარკის ტერიტორია სამართალდამცველებს! “- ამბობს ია თინიკაშვილი.