ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, საკუთარ ინსტაგრამზე ბაქოს ოლიმპიური სტადიონის შესახებ დაწერა, სადაც ოთხშაბათს ევროპა ლიგის ფინალი ჩატარდა.
„ამხელა გზას გადიხარ, რომ ფინალს დაესწრო. მაგრამ როცა ტრიბუნაზე ზიხარ, მინდორთან დიდად ახლოს არ ხარ იმასთან შედარებით, შინ რომ დარჩენილიყავი. ეჭვი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის შაბათის ფინალი მეტად დაემსგავსება დიდ სპორტულ ღონისძიებას. ბოლოს და ბოლოს, მინდორი და სტადიონი ხომ მაინც ერთ ქალაქში იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის გამარჯვებული ლონდონის „ჩელსი“ გახდა, რომელმაც ფინალში თანაქალაქელი „არსენალი“ 4:1 დაამარცხა.