„რეალის“ ხელმძღვანელობას ჩაუფიქრებია თავისი ფეხბურთელების გაყიდვით, დაახლოებით 300 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, რათა შემდეგ ეს თანხა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისთვის გამოიყენოს - გვამცნობს AS.
გამოცემის ინფორმაციით, მადრიდელები უპირველესად გარეთ ბეილის გაყიდვას შეეცდებიან. ხამეს როდრიგესის გაყიდვით ისინი 60, მატეო კოვაჩიჩისა კი 50 მილიონ ევროს შოვნას ფიქრობენ.
დანი სებალიოსის და მარკოს ლიორენტეს ტრანსფერები დაახლოებით 40 მილიონი, მარიანოსი 20, ბორხა მაიორაისა კი 12 მილიონი უნდა დაჯდეს. ასევე კეილორ ნავასი პორტუში გადადის 10 მილიონად.
ჯამში „სამეფო კლუბის“ მამებს დაახლოებით 300 მილიონი ევროს შეგროვება სურთ, რათა სასურველი ტრანსფერები განახორციელონ.