„ჩელსის“ ყოფილმა შემტევმა, დიდიე დროგბამ, სოციალურ ქსელში „არსენალის“ მეკარეს, პეტრ ჩეხს მიმართა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ჩეხმა ევროპა ლიგის ფინალში კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.
„ლეგენდავ, მიყვარხარ. პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მეკარე ხარ. ალბათ ძალიან დიდი დრო გავა მანამ, სანამ შენი „მშრალი“ მატჩების რეკორდს ვინმე გააუმჯობესებს. შენი ცრემლები მტკივა. ვიცი, რარიგ გინდოდა ევროპა ლიგის მოგება და კარიერის პიკზე დამთავრება. მადლობა ჩემო გმირო.“ - წერს დროგბა ინსტაგრამში.
ჩეხი „ჩელსიში“ 2004-15 წლებში თამაშობდა და 15 პრიზი მოიგო, რომელთაგან ოთხი პრემიერლიგის ტიტული, ასევე, ჩემპიონთა და ევროპა ლიგაში გამარჯვებებია.