მილანის „ინტერმა“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ნერაძურის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ გამცნობთ, რომ ლუჩანო სპალეტი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. მადლობას ვუხდით ჩვენთან გაწეული სამუშაოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლუჩანო სპალეტიმ „ინტერი“ 2017 წელს ჩაიბარა და განვლილ ორ სეზონში ორჯერ გაიყვანა გუნდი მეოთხე ადგილზე.
ცნობილია სპალეტის შემცვლელიც - ანტონიო კონტე ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და „ინტერს“ უახლოეს დღეებში ოფიციალურად ჩაიბარებს.