მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მზადაა, გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენოს.
33 წლის მცველში სამეფო კლუბი 100 მილიონ დოლარს ითხოვს.
რამოსს ერთ-ერთ ჩინურ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აცხადებს, უფასო ტრანსფერი არ განხორციელდება, რადგანაც „რეალისთვის“ ეს ცუდი პრეცედენტი იქნება.
„რეალში“ სერხიო რამოსი 2005 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მან 28 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.