ნიუ-იორკის, ლონდონის, ფლორენციის და არლის შემდეგ ალესანდრო მიკელეს გუჩისთვის შექმნილი 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება რომში გაიმართა.
ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ლიკა რიგვავამ. ლიკას საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო ლუქმოდელს მენეჯმენტი წარადგენს. მნიშვნელოვანი წარმატებაა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოსთვის.
ახლა მისი სააგენტოდან გუჩის ჩვენებაზე უკვე 2 ქართველი გოგონა არის გამოსული. მარიშა ურუშაძე გუჩისთან 1 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
ჩვენებას დაესწრო სელმა ჰაიეკი მილიონერ ქმართან ერთად. "გუჩის" მფლობელები სწორედ მათი ოჯახია.