ნეიმარმა ბრაზილიაში ვარჯიშისას მუხლი დაიზიანა. ფეხბურთელი მოედანზე სამხრეთ ამერიკის 2019 წლის ჩემპიონატისთვის "კოპა ამერიკისთვის" ემზადებოდა, რა დროსაც მუხლი დაიზიანა და ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ნეიმარმა სტადიონი ექიმთან ერთად დატოვა. Bleacherreport-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ფეხბურთელს ამ ეტაპზე მკურნალობა უტარდება.
„კოპა ამერიკა“ (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი) ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება. ბრაზილიის ნაკრები, ბოლივიის, ვენესუელისა და პერუს ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში იასპარეზებს.