იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ აღიარა, რომ ტოჩინოშინს ასანოიამასთან სკანდალურად ცნობილ შეხვედრაში გამარჯვება წაართვეს.
„მსაჯების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია“, - წერია ასოციაციის დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
ასანოიასთან გამარჯვების შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკი ხდებოდა და მეტოქეს მოგებათა რაოდენობით უთანაბრდებოდა, რაც მას ბაშოზე გამარჯვების რეალურ შანსს უტოვებდა. თუმცა, არბიტრების საბჭომ 6-წუთიანი თათბირის შემდეგ, ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალა, რადგან მათი აზრით, ქართველმა სუმოისტმა დოჰიოდან ქუსლი გადააბიჯა.
მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა მიზანს მომდევნო შეხვედრაშივე მიაღწია და იოკუძუნა კაკურიუს დამარცხებით ოძეკის ტიტული დაიბრუნა.