უძღები შვილი უკრაიანაში ბრუნდება

უძღები შვილი უკრაიანაში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მან 2017 წლის 26 ივლისის N196 ბრძანებიდან „რამდენიმე პირის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“, სააკაშვილის გვარი ამოიღო. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.

„კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში არშემოშვების საფუძველი არ არსებობს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-მდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს ვერ ექნება შეზღუდული უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. მისი თქმით, სააკაშვილს აკრძალული ჰქონდა უკრაინის საზღვრის გადაკვეთა როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს. ახლა კი ეს გარემოებები გაქრა.

ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელიას განცხადებით, ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა.

„ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა. შესაბამისად აღდგა სამართლიანობა, შესაბამისად აღსდგება სამართლიანობა საქართველოში.

არავის უნდა ჰქონდეს იმედი, მათ შორის ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა ბატონმა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო ხალხმა დაამარცხა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, ბატონ პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა, იგივე მოხდება საქართველოშიც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, აღდგენა არის სამართლიანი. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება დადებითი ნაბიჯია უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან.

„ევროპული საქართველო“ არასდროს ჩარეულა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციისთვის, ნატო-ში და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

უკრაინის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მმართველი გუნდისთვის. ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ზელენსკისთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება.

„საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობისა და იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს. თუმცა მისმა კონსტრუქციულობამ დიდი ხანი ვერ გაძლო, ვინაიდან ლიდერობა, ვფიქრობ, უსაფუძვლოდ, მის ფსიქოტიპში ზის.

რამდენად ძვირი დაუჯდება ზელენსკის, ვერ ვიტყვი. უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებით ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვება. ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ“, –აცხადებს ლევან კობერიძე.

tngh ვშიშობ, ზელენსკის მიერ მიხაილოსთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ზელენსკის უახლოესი გარემოცვის: კოლომოისკის, ავაკოვის... ლუცენკოს მიერ დაგებული ხაფანგი არ იყოს. ფრთხილად უნდა იყოს, "მახეში" არ გაებას...
4 წლის უკან
tngh ვშიშობ, ზელენსკის მიერ მიხაილოსთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ზელენსკის უახლოესი გარემოცვის: კოლომოისკის, ავაკოვის... ლუცენკოს მიერ დაგებული ხაფანგი არ იყოს. ფრთხილად უნდა იყოს, "მახეში" არ გაებას...
4 წლის უკან
Maverick "გიჟი ქალაქს (უყრაინას) მიდიოდა"...
4 წლის უკან
ანტონი რა დღეში არიან; არადა მოქალაქეობა ხომ რეალურად პასპორტია, პასპორტი კი ბიძაჩემის ძროხებსაც აქვთ და არც ძროხები ირევიან და არც ბიძაჩემი.
4 წლის უკან
tngh რუსეთის პრესა აღფრთოვანებას და სიხარულს ვერ ფარავს მიხაილოს უკრაინაში დაბრუნების გამო. იმედი აქვს, რომ ამით იქ არსებული ქაოსი და ანარქია უფრო გაღრმავდება, და შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. და ეს ყველაფერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით შეინიღბება...
4 წლის უკან
trampi მოსტ/ყ/ვნიათ პატრონი
ერთი თხა და მეორე მგელი...
უკრაინელები მიიღებენ რასაც ეძებენ......
ესე იგი უკრაინას ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა დედა ნატირები....ეხლა კი ნაღდად მოაყომარებენ....
,,პატრონებიც,,, კმაყოფილები დარჩებიან და შეიძლება მიშაც
ჯერ იქ მხოლოდ 5 წელი გავიდა------,, აღმშენებლობის,, 4 წელი ჯერ კიდევ წინა ააქვთ
აი ბოლომდე რომ აშენდებიან.... მერე დავთვალოთ უკრაინაში წიწილები
მერე მიხვდება ყველა თუ რას გაუძლო საქართველომ იმ 9 წელში...
4 წლის უკან
tngh მიხაილომ ფიცი უკრაინის მოქალაქეობაზე უკრაინის მეფეების საფლავზე დადო...
4 წლის უკან
tngh მიხაილომ ფიცი უკრაინის მოქალაქეობაზე უკრაინის მეფეების საფლავზე დადო...
4 წლის უკან
DDDzia უკრაინის მეფეები - სერიოზული და ძალიან შავი იუმორია.
4 წლის უკან