საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტარისა და დანიის ეროვნულ გუნდებთან შეხვედრებისთვის 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მოსკოვის „ლოკომოტივის“ 19 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას სახით გუნდში ერთადერთი დებიუტანტია. ვაკო ყაზაიშვილი კი, რომელმაც წინა სანაკრებო მატჩები საკმაოდ სუსტად ჩაატარა, განაცხადში ვერ მოხვდა და მისი ადგილი მხოლოდ სათადარიგო, 9-კაციან შემადგენლობაში მოიძებნა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრებისთვის მზადებას 1 ივნისიდან თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს.