შეამოწმეთ მოსაუბრის თვალის ფერი საკუთარი ქარიზმის გასაძლიერებლად
მზერის კონტაქტის ცოტათი უფრო დიდხანს გახანგრძლივება, ვიდრე ეს ბუნებრივია ადამიანების უმეტესობისთვის, მაშინვე ზრდის თქვენს შარმს. ამ მეთოდის გამოყენებისას მიზნად დაისახეთ განსაზღვროთ, რა ფერის თვალები აქვს ადამიანს, რომელსაც პირველად ხვდებით. ზედმეტი ორი ან სამი წამი, რომლებსაც ამაზე დახარჯავთ, უფრო მიმზიდველს გაგხდით.
დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ნერვების დასამშვიდებლად
აპირებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ დაიძაბოთ და ინერვიულოთ? - დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ღეჭვისას, თქვენ ატყუებთ ტვინს და აიძულებთ იფიქროს, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს. იმის მაგივრად, რომ ინერვიულოთ და პანიკაში ჩავარდეთ, თქვენი ტვინი აკეთებს დასკვნას, რომ რადგან კიდევ რაღაცას აკეთებთ (ღეჭავთ საღეჭი რეზინს), არ უნდა იყოთ გაღიზიანებული და ძალიან არ უნდა ინერვიულოთ - ასე რომ ყოფილიყო, არ დაღეჭავდით საღეჭ რეზინს.
იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ვინმეს რისხვა, დაჯექით მის გვერდით
თურმე ფსიქოლოგიურად უფრო ადვილია ამოაფრქვიო საკუთარი რისხვა ვინმეზე, ვინც ფიზიკურად ცოტა შორს დგას თქვენგან. და პირიქით, უხერხულია ყვირილი ადამიანისთვის, რომელიც ზის გვერდით. ასე რომ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი უფროსი (ან პარტნიორი) გაბრაზებულია, საკუთარ თავზე აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი და დაჯექით მის გვერდით. თქვენი სიახლოვე დაეხმარება მას თავი შეიკავოს ნეგატიური ემოციებისგან.
შეხედეთ ადამიანების ფეხებს, რათა შეაფასოთ მათი ინტერესი
ვის სიამოვნებს ნამდვილად თქვენთან საუბარი და ვინ ეძებს საბაბს, რომ წავიდეს? იმისათვის რომ გაიგოთ ეს, საკმარისია შეხედოთ მის ფეხებს. თუ მისი ფეხსაცმლის ცხვირები პირდაპირ თქვენ გიყურებენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გულწრფელად არის გატაცებული თქვენთან საუბრით. თუ ფეხსაცმლის ცხვირები მიმართულია გვერდზე, ესე იგი მოსაუბრე ფიქრებით სხვაგან არის.
გამოიყენეთ „ბენ ფრანკლინის ეფექტი“ და აიძულეთ ადამიანები შეგიყვარონ
ეს მეთოდი მიაწერეს ბენ ფრანკლინს, რომელმაც შეამჩნია, რომ როცა ვინმეს რამეს უთმობთ, ეს ადამიანი უფრო მეტად იწყებს თქვენს მოწონებას, ვიდრე ადრე. რატომ? ჩვენ ტვინს არ მოსწონს კოგნიტიური დისონანსი და მთელი ძალებით თავს არიდებს სიტუაციებს, რომლებშიც ჩვენი რწმენა და საქციელი არ ემთხვევა ერთმანეთს.
იმისათვის რომ ამოიგდოთ თავიდან აკვიატებული აზრი, მოუსმინეთ მას ბოლომდე
ზოგიერთ პოპულარულ სიმღერებს ახასიათებს გადაკიდება და მუდმივად ჟღერს თქვენს თავში ფსიქოლოგიური ფენომენის გამო, რომელიც ცნობილია როგორც „ზეიგარნიკის ეფექტი“. ამ ეფექტის შედეგად თქვენი ტვინი მუდმივად გახსენებთ დაუსრულებელი საქმეების შესახებ. იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდოთ თავიდან სიმღერა, უბრალოდ მოისმინეთ მას საკუთარ თავში თავიდან ბოლომდე.
უფრო მეტი შეკითხვა ზრდის თქვენს მიმზიდველობას
ქარიზმა - ეს არ არის იდუმალი ნიჭი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ რომ გააკეთოთ, რათა გახდეთ უფრო მიმზიდველი, - უნდა დაუსვათ მოსაუბრეს მეტი კითხვა. ამას ამტკიცებენ უამრავი გამოკვლევები!