ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ადამიანებს შორის წარმოქმნილი ენერგეტიკული ბალანსის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
"თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, დისკომფორტს განიცდით ან ღიზიანდებით, ესე იგი, ეს პიროვნება თქვენგან ენერგიას „იწოვს“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნით გარკვეულ პრობლემებს.
ბიოენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ მისი აღდგენა აუცილებელია. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები“, საიდანაც ძალა გამოედინება.
მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ, გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი ყველაზე ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია „გამოქაჩო“. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის „საკვებად“ წაიღო.
ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.
გათვალვა კი შესაძლოა, სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანი იღებს თვალს, მაგრამ სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია კიდურების საშუალებით გამოსხივდება, მაგრამ ყველაზე ძლიერად, ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალებში გამტარების ფუნქციას ასრულებს, მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.
თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე ავი მზერა გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ორგანიზმში სუფთა სახით აგროვებენ. შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი კი ადამიანის ორგანიზმს კარგად და საიმედოდ იცავს ბიოთავდასხმებისგან".