ხმაური იყო გვიან საღამოს იპოდრომოს ტერიტორიაზე. მოსახლეობა დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს, რის გამოც ადგილზე ხეები მოჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, იპოდრომთან საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, რის გამოც ტერიტორიას ნარგავებისა და ხეებისგან ასუფთავებენ. ადგილზე მცხოვრბენი კი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კერძო დეველოპერულ კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ. სამშენებლო სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერების მოთხოვნით დღეს მოსახლეობა მერიას წერილობით მიმართავს.