გაზეთ ''ქართული სიტყვის" ჟურნალისტი 2 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლემ უდანაშულოდ სცნო და გაათავისუფლა. მაკა დეკანოსიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით გუშინ აიყვანეს და პირდაპირ სასამართლოში მიიყვანეს. ჟურნალისტს ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და მცირე მნიშვნელობის გამო საქმის განხილვა შეწყვიტა. მოსმართლე თამარ ონიანი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური პროცესების ცვლილებამ გამოიწვია.