მუსიკოსმა მობიმ მემუარები გამოუშვა, სადაც პოპულარობის ბნელ მხარესთან ერთად, ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაზეც წერს. Then It Fell Apart-ში, რომელიც ამ დროისთვის ამაზონზე #1 ბესტსელერია, მობი ყვება, რომ ნატალი პორტმანსა და ლანა დელ რეის ხვდებოდა.
თუმცა, Harper's Bazaar-თან ინტერვიუში ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, რომ წიგნში ფაქტები დამახინჯებულია:
"გაოცებული ვიყავი როცა გავიგე, რომ იმ მოკლე დროზე, როცა მე მას ვიცნობდი, მობი ამბობს რომ ჩვენ შეყვარებული ვიყავით. ჩემს მეხსიერებაში ის ასაკოვანი კაცი იყო, რომელიც უსიამოვნოდ მექცეოდა. მე სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, ის კი წერს, რომ 20 წლის ვიყავი. სინამდვილეში მე 18 წლის თინეიჯერი ვიყავი. მისმა გამომცემელმა წიგნის გამოცემამდე ფაქტები ჩემთან არც კი გადაამოწმა და ყველაფერი ცოტათი წინასწარ დადგმულ ამბავს ჰგავს. ის, რომ მან ჩვენი ნაცნობობა წიგნის გასაყიდად გამოიყენა, შემაწუხებელია. თუმცა, ეს არაა მთავარი, მის მემუარებში უამრავი ფაქტობრივი უზუსტობა და განზრახვა ჩანს. ვისურვებდი, რომ მას ან გამომცემელს ჩემთან დაკავშირება ეცადა".
პორტმანი დასძენს, რომ ის მობის ფანი იყო და სკოლის დამთავრების შემდეგ მის კონცერტზე წავიდა:
"შოუს შემდეგ ჩვენ შევხვდით და მან მეგობრობა შემომთავაზა. მას ტურნე ჰქონდა, მე ფილმზე ვმუშაობდი, ასე რომ ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით, მანამ სანამ გავაანალიზებდი, რომ ის უბრალოდ უფროსი კაცი იყო, რომელსაც ჩემს მიმართ ჩემთვის მიუღებელი ინტერესები ჰქონდა".
თავად მობის წიგნის მიხედვით, ის ნატალის 2001 წელს შეხვდა:
"მე ვსვამდი, ნატალი კი ლამაზი მსახიობი იყო, რომელიც ჩემს გასახდელში შემოვიდა და ფლირტი დამიწყო".
მუსიკოსი მემუარებში წერს, რომ ის MTV-ის ერთ-ერთ დაჯილდოებას ნატალისთან ერთად ესწრებოდა, მოგვიანებით კი მას ბოსტონში, ჰარვარდში სწავლის პერიოდში ესტუმრა:
"კემბრიჯიდან ტაქსი ავიყვანე და ნატალისთან შესახვედრად გავეშურე. ჩვენ ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და ჰარვარდში ვსეირნობდით, შემდეგ რამდენიმე საუკუნის მუხის ხის ქვეშ ვაკოცეთ. შუაღამისას მან კამპუსში თავის ოთახში შემიყვანა და პატარა საწოლზე ერთმანეთის გვერდით დავწექით. როცა მას ჩაეძინა, მისი მკლავებისგან თავი ფრთხილად გავითავისუფლე და ტაქსით ჩემს სასტუმროში დავბრუნდი".
ნატალის ინტერვიუს მობიმ ინსტაგრამზე უპასუხა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მოგვიანებით კი მეგობრობა განაგრძეს. თუმცა, მობიმ ამ შემთხვევაში მათი ურთიერთობის თარიღად 1999 წელი მიუთითა, რა დროსაც ნატალი 18 წლის იყო:
"ერთ ყვითელ გამოცემას ნატალი პორტმანმა უთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვხვდებოდით, რამაც დამაბნია, რადგან რეალურად ჩვენ ერთად ვიყავით. მე მომწონს ნატალი და მის აქტივიზმსა და ინტელექტს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ წარმოაჩენს სიმართლეს ტყუილად.
შეიძლება ის ნანობს, რომ მხვდებოდა. ამას პატივს ვცემ. მის ადგილზე, მეც ვინანებდი. მაგრამ, ეს ჩვენს ხანმოკლე რომანტიკულ ურთიერთობას ვერ ცვლის".