ბიძინა ივანიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის მოადგილე ალან ფურსელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექტორის ხელმძღვანელი ალან მელთცერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ოფიცერი ანდერს ლინჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ამერიკა - საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.