გიორგი ჭანტურია ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ითამაშებს?

გიორგი ჭანტურია ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ითამაშებს?

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია "ლოს ანჟელეს გალაქსიში" ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდში თამაშობს უკვე ლეგენდად ქცეული ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ეს ინფორმაცია ჩვენთვის სანდო წყარომაც დაადასტურა. ვნახოთ, მოაწერს თუ არა ხელს ჭანტურია კონტრაქტს ამერიკული ლიგის ერთ ერთ საუკეთესო კლუბთან.

იყო ინფორმაცია, თითქოს, ჭანტურია გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილთან "სან ხოსეში" უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი აღარ შედგება. ჭანტურია უკლუბოდაა მას შემდეგ, რაც რუსული "ურალი" დატოვა.