დაფიქსირდა თუ არა განმეორებითი არჩევნების დროს ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობა-კამერამ კენჭისყრის ოთახში გაშლილი სუფრა დააფიქსირა. ხაშურში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს საკვები პროდუქტები მიუტანეს, წესით კი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გამოკვებაზე ცესკო ზრუნავს. კომისიის წევრები სუფრის გაშლას ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს უკავშირებენ, თუმცა ვალერი გელაშვილი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. არასამთავრობო სექტორი კი კანონდარღვევაზე საუბრობს და რეაგირებას ითხოვს-ვინ გაშალა საარჩევნო უბანზე სუფრა-ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი.