მომღერალი ნატო გელაშვილი სამართალდამცავებს და მაკონტროლებელ ორგანოებს მიმართავს, რათა ბორჯომში, მის საკუთრებაში არსებული ქონების ირგვლივ წარმოებული პროცესი შეისწავლონ.
"მივმართავ ყველა სამართალდამცავ და საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს!!!! დაინტერესდნენ, როგორ მოხდა საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მის მიმდებარედ არავის სახელზე რიცხული ქონება სახელმწიფო ქონების ბალანსზე 157500 ლარად.??? ვის მიერ მოხდა საკუთრებად არარსებული და სახელმწიფოს საკუთრებად დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ბალანსზე აყვანა????
ვინ იყო დაინტერესებული ჩემი სახელის მანიპულირებით მოეხდინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწერილი თანხის გაფლანგვა და ხელის დაფარება??? რატომ იღებს და გამოსცემს და არ ემორჩილება ბორჯომის მერია სასამართლო გადაწყვეტილებებს??? და რატომ მოქმედებს კანონსაწინააღმდეგოდ.??? რატომ არ იქნა განხილული ბორჯომის არქიტექტურის სამსახურის მიერ, ჩემს მიერ გაგზავნილი განაცხადი??? რატომ ეცადა უკანონოდ და მთელი მანიპულირებით და ჩემი სახელის დისკრედიტაციის მიზნით გაფლანგული საბიუჯეტო თანხების გადაფარვას ბორჯომის მერიის სამსახური??? რატომ არ მიეცა რეაგირება მხარის გუბერნატორისაგან ჩემს მიერ შეტანილ განცხადებას???.
რატომ იქნა მითვისებული ჩემი მიწა დაბა ბაკურიანში, რომელიც სასამართლო წესით დავიბრუნე და დღემდე მიმდინარეობს სამართალწარმოება მერიის და იმ მეორე მხარეს შორის, რომელსაც არასწორად დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში. ამ ორი მხარის სამართლებრივი დავის შედეგად რატომ ვზარალდები მე?? ბორჯომის მერიის უკანონოდ სხვებზე გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე და ვერ ვსარგებლობ ვერანაირი სამართლებრივი უფლებით ჩემს საკუთრებაზე??? და კიდევ უამრავი.
ვის ინტერესებში იყო ნატო გელაშვილის სახელის ამოფარებით მოეხდინა გაფლანგული საბიუჯეტო თანხის და ვითომ სახელმწიფო საკუთრებად დაურეგისტრირებელი მიწის სახელმწიფო საკუთრებად შერაცხვა ????? ბიუჯეტის თანხებიდან მითვისებული თანხის 157500 ლარის სანაცვლოდ????? ჩემს მიერ ქვეყნდება ნაწილი იმ დოკუმენტალური და მოპოვებული არქივისა, რომელიც კიდევ ინახავს უამრავი კანონდარღვევის ფაქტებს", - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.