როგორ წაართვა დავით კირკიტაძემ 5 ბიზნესმენს ქონება-კერძო მეწარმეები 3 წლის წინანდელ ტერორზე ალაპარაკდნენ. ბიზნეს-რეკეტიორები-ქვემო ქართლის გუბერნატორი და მისი მოადგილე-მამუკა ჩიქოვანი, სამიზნე რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზარი. წილების გადაფორმება 2008 წლის არჩევნების დაფინანსების ბრძანებით დაიწყო, მუქარითა და შანტაჟით გაგრძელდა და დაპატიმრებების სერიით დასრულდა. რამდენიმე დღის წინ დაზარალებულმა ბიზნესმენებმა კირკიტაძეს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება მოსთხოვეს, პასუხად კი ისევ მუქარა მიიღეს. იმედა დარსალია მოგიყვებათ მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ ბიზნეს-რეკეტზე.