„ბიბისი“ - ვაშინგტონის შტატი პირველია აშშ-ში, სადაც ბიოკრემაცია დაშვებული იქნება

„ბიბისი“ - ვაშინგტონის შტატი პირველია აშშ-ში, სადაც ბიოკრემაცია დაშვებული იქნება

ვაშინგტონის შტატი პირველია აშშ-ში, სადაც ბიოკრემაცია დაშვებული იქნება. კანონის მიხედვით, მოქალაქეებს ექნებათ უფლება არჩევანი გააკეთონ დასაფლავებას, კრემაციასა და ბიოკრემაციას შორის. ბიოკრემაციის შემთვევაში გარდაცვლილი მოქალაქის სხეულს ნიადაგად გადააქცევენ.

ახალი ტექნოლოგიის მიხედვით, ცხედარს ფოლადის კონტეინერში მოათავსებენ, რომელიც ხის მერქანითა და ჩალითაა სავსე. ამის შემდეგ კონტეინერს ხურავენ და ის ბუნებრივი მეთოდით 30 დღეში იშლება. შედეგად მიიღება ნაყოფიერი ნიადაგი, რომელსაც ახლობლებს გადასცემენ. ნათესავებს შეეძლებათ ამ ნიადაგზე ყვავილები, ბოსტნეული ან ხე დარგონ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბიოკრემაცია ტრადიციულია დასაფლავებისა და კრემაციის განსხვავებით უფრო ეკოლოგიური მეთოდია.

„ამასთან, დიდი ქალაქებში სასაფლაოებზე ადგილების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ბიოკრემაცია შეიძლება საუკეთესო გამოსავალი გახდეს“, – წერს „ბიბისი“.

ბიოკრემაცია დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ტექნოლოგია ამცირებს ტოქკისკური ნივთიერებების რაოდენობას, რომელიც კრემაციის და ცხედრის დაშლის დროს გამოიყოფა.

სულ ცოტა ხნის წინ ტელესერიალ „ბევერლი ჰილზ. 90210“-ის მსახიობი ლუკ პერი ამ მეთოდით დაკრძალეს და ამ ნიადაგზე სოკო მოიყვანეს.