„ეტყობა, ისე გაამწარეს „ქოცებმა“, რომ შალვა შავგულიძე „ევროპულ საქართველოს“ მიეკედლა“

„ეტყობა, ისე გაამწარეს „ქოცებმა“, რომ შალვა შავგულიძე „ევროპულ საქართველოს“ მიეკედლა“

მას შემდეგ, რაც შალვა შავგულიძემ სრულ გაუგებრობაში ამოყო თავი და „ევრონაცებს“ დაუზავდა, მის მიმართ უარყოფითი ნიაღვარი არ შემწყდარა. მისი მისამართით „ქათინაურებს“ არ იშურებდა არც ბიძინა ივანიშვილი, არც მმართველი გუნდი და არც საზოგადოების ნაწილი. ხშირად ისმოდა შეფასებები, რომ თვით პოლიტიკაშიც კი ღირსების გრძნობაა მთავარი და ცხვრის ტყავში გამოწყობილ ყოფილ დამნაშავეებს არ უნდა დაუზავდე.

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში ჯერ კიდევ მარტის მიწურულს გაერთიანდნენ და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარალმენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად შალვა შავგულიძე წამოაყენეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ იმ პერიოდში განაცხადა, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა იქნებოდა გრძელვადიანი და სტრატეგიული. მართალია, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან წამოვიდნენ და მათ არ აკავშირებდათ საერთო წარსული, მაგრამ გიგი უგულავა ამას ხელშემშლელ ფაქტორად არ განიხილავდა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პარტიას ერთმანეთთან აკავშირებდა საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზისა და მომავლის ხედვა.

„ევრონაცებს“ პოზიტიურ შეფასებებში არც შალვა შავგულიძე ჩამორჩებოდა. ის ვერ ხვდებოდა, რატომ აკრიტიკებდა მას საზოგადოების ნაწილი. შავგულიძე აცხადებდა, „ვაღიაროთ ის პოზიტივები, რაც „ნაცმოძრაობამ“ შექმნა და იმაზე დავაშენოთ ახალი“. უფრო მეტიც, როდესაც მთავარ პროკურორად მისი შესაძლო დანიშვნის საკითხი განიხილებოდა საზოგადოებაში, შალვა შავგულიძე არ მალავდა, რომ იგი მეტ უხერხულობას იგრძნობდა, „ქართულ ოცნებას“ რომ დაესახელებინა მთავარი პროკურორობის კანდიდატად.

19 მაისის არჩევნებისა და მოსალოდნელი მეორე ტურის შემდეგ რა გადაფასება მოხდება შალვა შავგულიძეში და შეინარჩუნებს თუ არა „ევროპულ საქართველოსთან“ მჭიდრო კავშირებს?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, შალვა შავგულიძეს შინაგანი ბრძოლა აქვს, რადგან, ერთი მხრივ, ის ძალიან კარგი ადვოკატი და კარგი ადამიანია, მეორე მხრივ, ძალიან ცუდი პოლიტიკოსია. ანალიტიკოსის აზრით, რაც შავგულიძემ გააკეთა, ამას კარგი პოლიტიკოსი არ იზამდა, რადგან იგი იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდა, რომელთანაც ღირებულებითი და პროფესიული კონფლიქტი ჰქონდა.

„ეტყობა, ისე გაამწარეს „ქოცებმა“, რომ შალვა შავგულიძემ ჩათვალა, ეს გზა სჯობს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დარწმუნებული ვარ, შალვა შავგულიძე სიმართლის მხარეს დაიჭერს. მართალია, შავგულიძისა და „ევროპული საქართველოს“ დაზავება პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მოხდა, მაგრამ, ვინაიდან პოლიტიკა მაინც ღირებულებების პლანში გადადის, თუკი ღირებულებათა დაპირისპირებას მნიშვნელობას მივცემთ, მაშინ გამოდის, რომ ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ადვოკატი შალვა შავგულიძე ძალიან ცუდი პოლიტიკოსია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, დადგება თუ არა დრო, შავგულიძე ჩამოშორდეს „ევროპულ საქართველოს“, განმარტავს, „რა გითხრათ, ვნახოთ, არჩევნების მეორე ტური როგორ ჩაივლის. ეს არჩევნების შედეგებთანაა დაკავშირებული“.

მისი თქმით, თუკი შავგულიძე არჩევნებს მოიგებს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაშინ დროებითი ქორწინება კიდევ გაგრძელდება, შავგულიძე უფრო მეტად ინტეგრირდება „ევროპულ საქართველოსთან“ საპარლამენტო საქმიანობის დროს და, სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებშიც ერთად გავლენ, ხოლო, თუკი წააგეს ეს არჩევნები, მაშინ შეიძლება, როგორც დაქორწინდნენ, ისე გაიყარონ.

ამ პოლიტიკურ ქორწილში დავით ზარდიაშვილი ერთ პოზიტივსაც ხედავს. მისი თქმით, შალვა შავგულიძის სიახლოვეს შესაძლოა, გაკეთილშობილდეს კიდეც „ევროპული საქართველო“ და ახალი სისხლის მიღებით ნელ-ნელა გამოვიდეს თავისი მძიმე წარსულიდან.

„ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან „ნაცმოძრაობის“ ძალიან ბნელი ძალა „ევროპული საქართველოს“ სახით ნელ-ნელა შეიძლება სინათლეში გადმოვიდეს. დრო ყველაფრის მკურნალია და შეიძლება ოდესმე „ევროპული საქართველოც“ გამოვიდეს მძიმე წარსულიდან. მე არასდროს მათი ამომრჩეველი არ გავხდები, პოლიტიკაში არ გამოდის სავლედან პავლე, მაგრამ შავგულიძეს მოუვიდა ასე, რომ ვეღარ ნახა „ოცნებაში“ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება და ისევ „ევროპულ საქართველოს“ მიეკედლა. რაღაცნაირად ეს „ევროპელ საქართველოსაც“ შეცვლის, რადგან შავგულიძეს თავის ღირებულებებზე ბოლომდე უარი არ უთქვამს, ეს ღირებულებები, ალბათ, „ევროპულ საქართველოშიც“ გადაიტანა და შესაძლოა, ამოქმედდეს პრინციპი - ხარი ხართან დააბიო“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მეორე ტურის შემდეგაც კი მოსალოდნელი არ არის „ევროპული საქართველოსა“ და შალვა შავგულიძის დაშორება.

„თუკი შალვა შავგულიძემ გაიმარჯვა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ გაიმარჯვა, მე მგონია, მათ შორის რაღაც კავშირები შენარჩუნდება. ჩემი აზრით, ისინი სიტუაციურ მოკავშირეებად დარჩებიან“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

 

tngh პირადად ჩემთვის ღრმად პატივცემული ბ-ნი შალვა შავგულიძე მაშინ "გაქრა", როდესაც პარტიული დავალებით ე. წ. "კაბელების საქმეზე" უსინდისო და უსუსური დემაგოგია დაიწყო. თითქოს ვინმემ არ იცის რამხელა ფასტა სხვაობაა ახალი კაბელის ტრასის გაყვანასა და ჩადებასა, და არსებული კაბელის ძარღვის (ჟილის) გამოყენებას შორის...
4 წლის უკან
tngh გაყიდა უკვე მიხაილომ...
4 წლის უკან
tngh გაყიდა უკვე მიხაილომ...
4 წლის უკან
tngh გაყიდა უკვე მიხაილომ...
4 წლის უკან
tngh გაყიდა უკვე მიხაილომ...
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
დაიდო ფაქტი: რამდენი ხმაც შავგულიძემ მიიღო მთაწმინდაზე, იმდენივე ხმა მიუღია თავის დროზე რურუას ამ რაიონში (6 ხმით მეტი!). ეს ნიშნავს, რომ გენმოდიფიცირებულ ევრონაცებს მთაწმინდის რაიონში ჰყავთ სტაბილური ამომრჩეველი და შავგულიძის მაგივრად რომ ჩერგოლეიშვილი ან მაია ორჯონიკიძე ყოფილიყო კანდიდატი, ისინიც ზუსტად ამდენ ხმას მიიღებდნენ!
დანარჩენი ელექტორატი - იმედგაცრუებული თუ საერთოდ ხელჩაქნეული - ან სახლში დარჩა, ან სხვა კანდიდატებისკენ გადაიხარა და ამან განაპირობა მანდ მეორე ტური, სხვამ არაფერმა!
ასე რომ, შემდეგში თუ ამომრჩევლის აქტიურობა გაიზრდება, შავგულიძე უეჭველი წააგებს.
ასეთია ჩემი პროგნოზი.
4 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემული ბ-ნი შალვა შავგულიძე მურუსიძე-ჩინჩალაძის "კლანს" ებრძვის... "ნაც-ოპაზიციით", თითქოს ისინი "კლანი" არ იყვნენ, და "ნაცების" დანიშნული არ იყვნენ ეს მოსამართლეები. უკვე სასაცილოა ამათი უსინდისო და უსუსური დემაგოგია...
4 წლის უკან