რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა არ წყდება 51-ე სკოლის ჰიმნის გამო. საზოგადოების ნაწილმა ისინი სიმღერის ტექსტის გამო მკაცრად გააკრიტიკა, კლიპში კლასის დამრიგებელიც მონაწილეობდა, რომლის ეპიზოდიც მოგვიანებით ამოიღეს.
51-ე სკოლა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა, მათ შორის იყო ლალი მოროშკინა, რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეებს მხარდაჭერას უცხადებს.
"ნუ გეჩხირებათ ვერა-ვაკე ყელში! გილოცავთ ჩემებო!!! დიახ #51 სკოლა, და ჩვენი კლასი არის "კლასნი!", ყველამ თავისას მიხედოს!
სიმღერა ჩაწერეს, კი არ გაიჩხირეს "პადიეზდში" და არც "ევროვიზიის" კონკურსანტობაზე აქვთ პრეტენზია!
#პროვინციალურიბოღმაკლავს" - წერს მოროშკინა.