27 ივლისს ბათუმის სანაპიროზე მდებარე კლუბში - Uპ2U „ა სტუდიოს“ კონცერტი ტარდება. ყაზახური ჯგუფი სწორედ ამ კლუბის მფლობელებსა და კომპანია „ქლიქს“ ჩამოჰყავს. კომპანიას ჯგუფთან დაკავშირებაში პროდიუსერი ნატო დუმბაძე დაეხმარა.
ბათუმში დაგეგმილ კონცერტს სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, ხალხის გარკვეული ჯგუფი ფაქტს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი გაიმართება.
იგულისხმება მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საკუთარ კეთილგანწყობას ყოველთვის აფიქსირებს.
ქეთა საზოგადოებისთვის აქტუალური სიმღერისა და პუტინის მხარდამჭერი განცხადებების გარდა, პირადი ცხოვრებითაც არის.
ქეთას საქართველო ძალიან უყვარს და თბილისში ხშირად ჩამოდის. ქართულს ასწავლის და წელიწადში სამი თვე წყნეთში მოჰყავს დასასვენებლად ქალიშვილი ოლივია გეიხმანიც.
როგორც ნატო დუმბაძემ "პრაიმ ტაიმს" განუცხადა, ბათუმში გამართული კონცერტის შემდეგ ქეთა საქართველოში დასასვენებლად დარჩება.
ნატო, ქეთა შვილით ჩამოდის?
- ოლივია საქართველოს ზაფხულობით სამი თვით სტუმრობს ხოლმე. წყნეთში ზაფხულს ძიძასთან და ნატასთან (ქეთას დედა) ერთად ატარებს. კონცერტის შემდეგ ქეთას შვებულება აქვს და შვილთან ერთად დაისვენებს. ჩემზე უკეთ იცი, რაც ჭირს ქეთას საქართველოზე.
რას ამბობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, რომ თოფურია რუსეთუმეა?
- რას ნიშნავს რუსეთუმე? ეს გოგო ყაზახურ ჯგუფშია. იმ პერიოდში აქედან ჩახუტებულები იყვნენ რუსეთთან, ჩადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. სამსახურია ჩვეულებრივი, გართობა რომ იყოს, ჰო. თან იქ დაფასებულია და წარმატებულია. ქეთა პოლიტიკას არ ეხება.
ქეთას პირადი თემა ძალიან აინტერესებთ. გუფისთან რომანზე არაერთხელ დაიწერა... იცი რაიმე ახალი?
- პირადზე ჩემ შვილებს არ ვეკითხები, ქეთას კი არა. არანაირ კითხვას არ ვუსვამ. ჩვენ სხვა სალაპარაკო თემები გვაქვს.