თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის წყვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამის საბაბს კი ხალხს თავად თამრიკო ჭოხონელიძე და მის ოჯახში არსებული საკითხები აძლევს.
წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ ღალატის გამო დაშორდა, თამრიკო ჭოხონელიძემ ქმართან დაშორება აშკარაა რომ მძიმედ გადაიტანა. რამდენიმე თვის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყვილი შერიგდა.
ფაქტი თავად თამრიკო ჭოხონელიძემაც დაადასტურა, თუმცა ბოლომდე მაინც ბუნდოვანი დარჩა მათი შერიგების ამბავი.
დედ-მამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა მათმა ვაჟმა, მსახიობმა კოკო როინიშვილმა.
- თამრიკო და გია არ შერიგებულან. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი ისე არ ცხოვრობენ.
ყოველდღე შეიძლება ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილური ურთიერთობა აქვთ.