ანტონიო კონტე „ჩელსისგან“ £9 მილიონს მიიღებს

ანტონიო კონტე „ჩელსისგან“ £9 მილიონს მიიღებს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასამართლო მოიგო და  £9 მილიონს მიიღებს. ამის შესახებ Time წერს.

კონტემ კომპენსაცია იმ მიზეზით მოითხოვა, რომ მასთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს.

კონტეს ხელმძღვანელობით „ჩელსი“ 2016-2017 წლების სეზონზე ინგლისის ჩემპიონი გახდა. 2017 წელს კი მან ინგლისის თასი მოიგო, თუმცა პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა.