ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ(VIDEO)

ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ(VIDEO)

ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ. ინიციატივასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პროცესების გამჭვირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს, საგადასახადო დავალიანებების არსებობის შემთხვევაში წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა.