„ნაცები“ „გაპეტუხდნენ“, როგორც ხდება ხოლმე - „ნაცებმა“ იჩხავლეს, იყვირეს, ტანზე შემოიხიეს და წააგეს“

„ნაცები“ „გაპეტუხდნენ“, როგორც ხდება ხოლმე - „ნაცებმა“ იჩხავლეს, იყვირეს, ტანზე შემოიხიეს და წააგეს“

„ძვირი ჯდება ეს ამბავი, „ნაციონალების“ დამფინანსებელი, მათ შორის, სააკაშვილის ბიძა უკვე კარგად ხედავს, რომ წამგებიანი ხდება ეს საქმე, რადგან ფული იხარჯება, რესურსი იფლანგება და შედეგი არ ჩანს, ვერც რევოლუცია ხერხდება, ვერც არჩევნებს იგებენ „ნაციონალები“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და განმარტავს თემურ ალასანიას გულაცრუების მიზეზებს.

დავით ზარდიაშვილი: ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ სტატუს კვო არ შეცვლილა. როგორი მდგომარეობაც იყო, იგივე დარჩა, „ოცნებამ“ ისევ მოიგო, „ნაცებმა“ ისევ წააგეს. მართალია, მთაწმინდაზე ძალიან დაბალი აქტიობა იყო, მაგრამ კარგია, რომ მეტ-ნაკლებად ხმები გადანაწილდა. მეორე ტური იქნება, ძალიან არ გამხარებია „ევროპული საქართველოს“ წარმატება, რადგან არ ვარ მათი ამომრჩეველი, ანტიპათიურად ვარ მათ მიმართ განწყობილი, მაგრამ, რადგან შალვა შავგულიძე დააყენეს კანდიდატად, „ევროპული საქართველოს“ მიმართ ისეთი რადიკალური განწყობები უკვე აღარ შეიმჩნეოდა და მათ გარკვეული შედეგი მიიღეს.

შალვა შავგულიძის წარმატებას რით ახსნით, მის წინააღმდეგ აგორებულმა სახელისუფლებო ანტიპიარმა მის სასარგებლოდ იმუშავა?

- რაც არ უნდა ლანძღონ, შავგულიძეს მაინც კარგი სახელი აქვს. არასწორი იყო მურუსიძისა და შავგულიძის შედარებითი დახასიათება რომ გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ეს მძიმე შეცდომა იყო, მაგრამ რაც იყო, იყო, ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი.

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 25 დღეში ჩატარდება და, სავარაუდოდ, ეს თარიღი 13 ივნისი იქნება. ვისთვის იქნება მეორე ტური წარმატებული - ლადო კახაძისთვის, თუ შალვა შავგულიძისთვის?

- რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, მაინც ლადო კახაძე, ანუ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს. ხმების გადანაწილება მაინც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პლურალიზმის საშუალება იქნება მომავალ არჩევნებზე. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, მოხდა ის, რაც უკვე დიდი ხანია, მეორდება. კერძოდ, „ოცნებისა“ და „ნაცების“ დაპირისპირება ერთი და იმავე შედეგით მთავრდება, ანუ „ნაცები“ აგებენ, „ოცნება“ იგებს. ახლა „რუსთავი 2“-ს რომ უყურებ, გგონია, ქვეყანა ინგრევა, მაგრამ ამომრჩეველი ამბობს, რომ არაა, ბატონო, ასე საქმე. არ ვართ ჩვენ მაგ აზრის, რომ ერთმანეთი დავკლათ, ერთმანეთის დაკვლას და დახოცვას ქართველი ხალხი არ აპირებს. რაც დროზე მიხვდებიან პარტიები ამას, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებას ისევ აქვსნაცებისმიუღებლობა, როგორც 2012-ში?

- „ნაცები“ „გაპეტუხდნენ“, ეს ცუდი სიტყვაა, მაგრამ ზუსტად შეესაბამება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც ხდება ხოლმე, „ნაცებმა“ იჩხავლეს, იყვირეს, ტანზე შემოიხიეს და წააგეს. ამჟამად მათ მიმართ უფრო მიუღებლობა იგრძნობა, თორემ „ნაცების“ მიმართ ზიზღი მაშინ იყო, 2012-ში. პრაქტიკულად, 2012-ის არჩევნები იყო „ნაცების“ განაჩენი, თუმცა არ ვიცი, მათ რა რესურსი აქვთ იმდენი, რომ დღემდე ინარჩუნებენ პოლიტიკურ სიცოცხლეს და მთავარი ძალა, რომელიც უპირისპირდება „ოცნებას“, ისევ „ნაცები“ არიან. გასაკვირია, რომ ქართულმა სანამდვილემ ვერ შვა ისეთი ძალა, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა ხელისუფლებას. ეს ძალიან ცუდია. ახლა სააკაშვილი და სანდრა რულოვსი რევოლუციისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ არ არსებობს არავითარი პერსპექტივა, რომ რევოლუციური ტალღით მოვიდნენ, მით უმეტეს, ამას ვერ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეგ არ გამოვა, ხალხი ამას არ აჰყვება. რამდენჯერ წაიმტვრიეს ცხვირი „ნაცებმა“, რომ ეს დაინახონ. მთაწმინდის არჩევნები იყო ამის დამადასტურებელი, რომ რევოლუციური სცენარი არ ჩანს.

სიახლე იყო „გირჩის“ წარმატებაც, რომლის კანდიდატიც მთაწმინდის ოლქში მე-4 ადგილზე გავიდა და მომავალ არჩევნებში შეიძლება მათ ბარიერი გადალახონ. ესეც პლურალიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და შავ-თეთრი დაპირისპირების ეპოქა შეიძლება დავასრულოთ. თუ ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წავიდეთ, პარტიებს უნდა დავეყრდნოთ, პარტიების დიდი იმედი არასდროს მქონია და არც მექნება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. პარტიული დემოკრატიაა საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი პრინციპი. დამაიმედებელია პლურალიზმიც, რადგან მეტ-ნაკლებად ისეთი კანდიდატები გამოჩნდნენ, რომლებსაც შეუძლიათ ხმების 5% აიღონ და ბარიერი მაინც გადალახონ.

თქვენი აზრით, სწორედ მთაწმინდის ოლქმა დაადასტურა, რომ არჩევნებზე დაპირისპირების დრო დასრულდა?

- მთაწმინდამ აჩვენა, რომ დაპირისპირება ისეთი რადიკალური არ არის, ნიშანდობლივია ლადო კახაძის განცხადება, მე თუ ვერ მოვიგებ, ვინც გინდა, მოიგოს ეს არჩევნები, ეს დამღუპველი არ არის საქართველოსთვისო. წარმოვიდგინოთ, „ნაცები“ რომ საერთოდ გაქრნენ თამაშიდან და თუნდაც „ევროპული საქართველო“ დარჩეს, თუკი მათ შალვა შავგულიძისნაირი კანდიდატები ეყოლებათ, მაშინ დიდი ტრაგედია არ იქნება. ახლა ბოკერია და მისნაირი რადიკალები არ გვინდა, მაგრამ, თუკი შავგულიძისნაირი კანდიდატი მოიგებს, ქვეყანას ამით საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ „ნაცების“ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში, საფრთხეა. კარგია, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ელისაშვილის კანდიდატმა - ლევან იოსელიანმაც, მას ჯერ პარტია არ აქვს, მაგრამ შეიძლება ამისკენაც წავიდეს საქმე.

რის საფუძველზე ამბობენ, რომნაციონალებიდაშლის პირას არიან? ხომ შეიძლება გადაიაროს ამ დაპირისპირებამ და ნიკა მელიას, სანდრა რულოვსის, მეგი გოცირიძის მღელვარება ჩაწყნარდეს?

- ისინი დაშლის პირას არიან, რადგან სააკაშვილი უკვე ხედავს რეალობას, თქვა კიდეც, არჩევნებით ამათ ვერ მოვიშორებთ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ივანიშვილი მოვიშოროთო. თუმცა როგორ უნდა მოიშორონ? არჩევნებით ივანიშვილს ვერ მოიშორებენ, რადგან არავითარი არჩევითი სტატუსი მას არ აქვს. ერთადერთი ვარიანტია, „ქართულ ოცნებაში“ შევიდეს სააკაშვილი და პარტიის თავმჯდომარეობიდან ივანიშვილი გადააყენოს. ეს ხუმრობით. რასაკვირველია, სააკაშვილი ამ სცენარს არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილი დაამხოს, რევოლუციური სიტუაცია შექმნას, რის შემდეგაც ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყნიდან გაიქცეს. ამ უბედურებას ელის სააკაშვილი.

მისი დევიზი ასეთია - „შეტევა, შეტევა და მხოლოდ შეტევა“...

- დიახ, ესეც ადასტურებს, რომ პარტია „ნაცმოძრაობაში“ კრიზისია, ისინი დაშლის პირას არიან, რადგან ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ მოიქცნენ. რევოლუციის რესურსი მათ არ აქვთ, ამას ხვდება ბევრი „ნაციონალი“, მათ შორის, ნიკა მელიაც. რაც არ უნდა ბევრი იყვიროს „რუსთავი 2“-ის უფროსმა, ნიკა გვარამიამ, ისიც ხვდება, რომ რევოლუციის რესურსი არ არის, არჩევნებს ვერ იგებენ, ამ დროს კი მათი პარტიული აქტივისტები, ანუ კლიენტელა შედეგს ელოდება მათი ლიდერებისგან. კი, შეიძლება, გარკვეული მატერიალური რესურსი „ნაციონალებს“ აქვთ, რომ ამ პარტიულ აქტივისტებს ინახავენ, მაგრამ ესეც ამოწურვადია, ძვირი ჯდება ეს ამბავი. ვინც არის მათი დამფინანსებელი, ანუ ფინანსური პატრონი-სააკაშვილის ბიძა და სხვები, საიდანაც ეს ფული მოდის, ის უკვე ხედავს, რომ ეს საქმე წამგებიანი ხდება, ფული იხარჯება, რესურსი იფლანგება და შედეგი არ ჩანს, არც რევოლუცია ხერხდება, ვერც არჩევნებს იგებენ. პარტიის ერთი ნაწილი, მათ შორის, სააკაშვილი ხვდება, რომ არჩევნების მომგები არ არის, პარტიის მეორე ნაწილი ხვდება, რომ რევოლუციის მომწყობნი არ არიან. რა პერსპექტივა აქვთ? გამოსავალია ის, რაც თავის დროზე გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“, რომელმაც სცადა, ელექტორალური პარტია შეექმნა და არჩევნები მოეგო. სხვათა შორის, „ევროპულმა საქართველომ“ ბევრი ვარიანტი სცადა და ერთ-ერთი ვარიანტი იყო შავგულიძისნაირი გამსვლელი კანდიდატის მონახვა.

შავგულიძე, რასაკვირველია, უფრო გამსვლელი ვარიანტია, ვიდრე თუნდაც იგივე, სიტყვაზე რომ ვთქვათ, დათო ბაქრაძე, რადგან შავგულიძეს კარგი სახელი აქვს და მას ვერ გაუფუჭეს ეს სახელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, უაზრობა იყო გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული შეფასებები, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული შეფასება, თუ როგორი ადვოკატი იყო შალვა შავგულიძე. ეს სასაცილო იყო.

გარდა იმისა, რომ ფლორიდის ბინა იყიდა თემურ ალასანიამ, მისი რესურსები ამოწურვადი არ არის? კვლავაც საუბარია იარაღით ვაჭრობაზე?

- ეს დაკავშირებულია ჭუჭყიან ბიზნესთან. ეს არის კგბ-ს კვალი, ბევრი ცუდი რამ შეიძლება ამასთან იყოს დაკავშირებული, იქ არის კიდევ კეზერაშვილის ბიზნესი, რომელიც, ასევე, არ არის სუფთა საქმე, კობა ნაყოფიას ბიზნესი... ეს ყველაფერი რუსული კვალია, კგბ-შნიკური კვალი. რა თქმა უნდა, ეს რესურსი ასე სწრაფად არ ამოიწურება. მათ აქვთ განახლებადი შემოსავალი, მაგრამ ხვდებიან, რომ წამგებიან საქმეში ყრიან ფულს. თუ გახსოვთ, ეს რამდენჯერმე თქვა კიდეც თემურ ალასანიამ წინა არჩევნებისას. საპრეზიდენტო არჩევნებისას ქართველები რომ გალანძღა, ალასანიას წამოსცდა, ამდენ რესურსს ვახმარ ამ საქმეს და არაფერი გამოდისო. უკვე ჩანს ამ საქმის მიმართ მისი დამოკიდებულება და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. აგერ, შუალედურმა არჩევნებმაც აჩვენა „ნაცმოძრაობის“ უკუშედეგები. თუ შევადარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ახლანდელ შედეგებს, მათ რეგრესი აქვთ, ისინი წინ კი არ წავიდნენ, არამედ უკან არიან, მათ მიიღეს უფრო ცუდი შედეგი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებისას.

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, ის ვერც უცხოეთში იმკვიდრებს თავს, ვერც საქართველოში. სად ხედავთ მის პერსპექტივას-ჰოლანდიაში?

- სანდრას სტატუსია ის, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ცოლია. პრაქტიკულად, იგი სააკაშვილის მაგიერი პირია. ასეთი მარტივი გათვლა ჰქონდათ „ნაციონალებს“, იმის გამო, რომ სააკაშვილი ზუგდიდში ვერ ჩავიდოდა და კენჭს ვერ იყრიდა, ამიტომ ცოლი გამოგზავნა, როგორც მაგიერი პირი, რათა ზუგდიდელებს ჩაეთვალათ, სანდრას ნაცვლად ხმას ვაძლევთ სააკაშვილს, მიშას დაბრუნებასო, მაგრამ სანდრამ ეს არჩევნები წააგო. მართალია, სანდრა იძახის, საქართველოზე ვარ დაქორწინებულიო, მაგრამ თვითონაც მიხვდა, რომ ასე არ არის. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არც იკადრებდა ზუგდიდის მერობისთვის კენჭისყრას, კი იძახის ახლა, ყვარელში ჩავალ და იქაური მერი გავხდებიო, მაგრამ თავს არ დაიმცირებს. სამომავლოდ სანდრას ბევრი არჩევანი აქვს, შეუძლია, ჰოლანდიაში დაბრუნდეს, შეუძლია, ქმარს დაუბრუნდეს, საქართველოში პერსპქტივა არ აქვს. თქვა კიდეც, მე ევროპელი რაციონალური ადამიანი ვარ, მაგრამ საქართველოში რომ მოვხვდი, ბრძოლა ვისწავლეო, ანუ ქართულად აჟიტირებული გავხდიო, იმდენად გამომიყვანეთ წყობიდან, მეც გავცოფდი, გავქართველდიო. ამიტომაცაა, რომ წივის და კივის.

სოციალისტი მურუსიძეს უწუნებთ საქციელს და შავგულიძის საქციელი კაცობად მიგაჩნიათ და თუნდაც გირგვლიანის საქმეში მის მიერ გაკეთებულ რაღაც ძალიან საეჭვო მანევრებს მიიჩნევთ პროფესიონალიზმად?! "კარგად" ყოფილა ჩვენი საქმე..?! თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცოდი! )))
4 წლის უკან
tngh ამხ. შ. შავგულიძის მიერ ე.წ. "კაბელების საქმის" "გაპრავების" მცდელობა, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ნებისმიერი სპეციალიტისათვის გონივრულ ეჭვს აღძრავს მის პატიოსნებასი. ეს საქმე არის "ლაკმუსი" მისი მოღვაჭეობისა. ის უსური დემაგოგია, რომელსაც ისინი ეწეოდნენ, უსინდისობის და უნამუსობის ნათელი ნიმუშია...
4 წლის უკან
Maverick კაცებო, რა გიკვირთ?!
ა დ ვ ო კ ატ ი ა!
ხან ჩაგრულს ჩაწიხლავს, ხან მჩაგვრელს გაათეთრებს, პროფესიაა ასეთი, "N.P." (არაფერი პირადი), ვინც კარგად უხდის, მის მხარესაა...
4 წლის უკან