გაფიცვა ტყიბულის მაღაროში(VIDEO)

გაფიცვა ტყიბულის მაღაროში(VIDEO)

გაფიცვა ტყიბულის მაღაროში. ტყიბულის ნახშირმომპოვებელი მაღაროების თანამშრომლებმა საწარმოო პროცესი შეაჩერეს და მოთხოვნები წამოაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა პრესკონფერენცია გამართა. კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა რომ გაფიცვა გამოიწვია შპს „საქნახშირის" აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებამ შრომის ანაზღაურების დათვლისა და გაცემის სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს შპს „საქნახშირის" ადმინისტრაციას დააკმაყოფილოს მოთხოვნები და გააუმჯობესოს მაღაროელების სამუშაო პირობები.