თქვენგან განსხვავებით, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი GOT-ის ფინალური სეზონით კმაყოფილია.
იმის პარალელურად, რომ ასობით ათასი ადამიანი პეტიციით მე-8 სეზონის ხელახლა გადაღებას ითხოვს, GOT-ის ხმამაღალმა გულშემატკივარმა შოუს მხარდაჭერა გამოუცხადა:
"მომეწონა სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონი, მათ შორის ისიც, რომ დეინერისმა მეფის სავანე გაანადგურა. სერიალმა დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ, ჩემი აზრით იმიტომ, რომ ხალხს მისი დასრულება არ უნდა. თუმცა, ხომ იცით, როგორ ამბობენ: ყველაფერი კარგი..."
კინგმა, რომელიც თავად საშინელებათა ჟანრის მწერალია, სავარაუდოდ, იგულისხმა, რომ ყველაფერი კარგი საბოლოოდ სრულდება.
რაც შეეხება მის მოსაზრებას, სიმართლის მარცვლის პოვნა რთული არაა — იმ ეპოქაში, სადაც ფანების თეორიები და მოსაზრებები სუპერ-პოპულარულია, ალბათ ძალიან რთულია ისეთი შოუსთვის იდეალური დასასრულის შექმნა, როგორიც არის სამეფო კარის თამაშები.