გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ყველის გულსართით

გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ყველის გულსართით

მომზადების დრო: 35 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

კარტოფილი - 4 ცალი მოზრდილი

გახეხილი ყველი - 2 ს/კ

ქამა სოკო - 3 ცალი

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

ნადუღი - 2 ს/კ

არაჟანი - 1,5 ს/კ

დანაყილი ნიორი - 2 კბილი

მარილი

წითელი წიწაკა

ხახვი - 1 თავი

მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და კანიანად ნახევრად მოვხარშოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ.

სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე 1 ს.კ. ზეთი გავაცხელოთ და ერთად მოვშუშოთ, მოვაყაროთ ცოტაოედენი მარილი.

ნადუღი, მარილი, ნიორი, წიწაკა და არაჟანი ავურიოთ.

კარტოფილებს ზედა ფენა მოვაჭრათ და გული ფრთხილად ამოვუღოთ.

გულში მოვათავსოთ ნახევარი ყველი, მოშუშული სოკო, ნადუღის მასა და ზემოდან დანარჩენი ყველი მოვაყაროთ.

კარტოფილები დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში

გამოვაცხოთ მომზადებამდე. მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 15 წუთი.