მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას ბიძინა ივანიშვილი ხვალ დაასახელებს. მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ნოდარ ხადური დაიკავებს. ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კი კონსულტაციები მიმდინარეობს პარიზში მცხოვრებ მამუკა ნიკოლაიშვილთან, რომელსაც ეს პოსტი 2003 წელსაც ეკავა. ამ დრომდე უცნობი რჩება ეკონომიკის, განათლების, ლტოლვილთა და განსახლების, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატების ვინაობა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები ამ წუთებშიც მიდმინარეობს. ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი კოლეგა ნოდარ ჩაჩუა მუშაობს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.