ქსენია სობჩაკი ტელეკომპანია „სუპერის“ გენერალური პროდიუსერი გახდა

ქსენია სობჩაკი ტელეკომპანია „სუპერის“ გენერალური პროდიუსერი გახდა

ქსენია სობჩაკი ტელეკომპანია „სუპერის“ (Супер) გენერალური პროდიუსერი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სობჩაკი არხის პროგრამების მიმართულებას უხელმძღვანელებს და აგრეთვე სხვადასხვა პროექტების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

გასული წლის ბოლოს სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. მაშინ ჟურნალისტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა. ის ჟურნალს 2014 წლის ოქტომბრიდან რედაქტორობდა.

2018 წელს სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, რომელშიც მან ხმების 1,68% მიიღო.