ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კოალიცია "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს.
"გაიტანეთ ეს სამარხიდან ამოღებული მინისტრები... მაგარი საკადრო პოლიტიკაა... როგორ ეტყობათ, რომ გამარჯვებას არ ელოდნენ...", - წერს ფარულავა.
მსახიობი ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "დღის შოუს" დახურვასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ არხის დატოვებით გახარებულია.
"სამსახური რომ დავკარგე, მიხარია, პირიქით, წამოსვლა მინდოდა და დიდი ჯარიმა მქონდა გადასახდელი... მე ვამაყობ, რომ ვმუშაობდი იმედზე და მიმყავდა გასართობი გადაცემა, რომელსაც დიდი რეიტინგი ჰქონდა. ჩემი საქმე იყო გადაცემის წაყვანა და ხალხის გართობა, რაც გადასარევად გამომდიოდა. წამოსვლა იმიტომ მინდოდა, რომ მიჭირდა ყოველდღიური პირდაპირი ეთერის გაქაჩვა... რა კარგი ყოფილა უმუშევრობა! ჩემი თავი დავიბრუნე :))))))", - წერს მსახიობი.