დაცვის პოლიცია თანამშრომლების გადანაწილებას იწყებს. შს სამინისტროს ცნობით, დაცვის პოლიციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც თბილისის მერიის ობიექტებზე მუშაობდა, ერთი კვირის ვადაში ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდება. "ყველა მათგანს შუნარჩუნდება თანამდებობრივი სტატუსი, წოდება და ხელფასი. მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის მერია დააკომპლექტებს "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს". შესაბამისად ეტაპობრივად გადავლენ ახალ სამსახურებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველა მათგანისთვის უკვე მოძიებულია ახალი სამუშაო ადგილი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.